
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სკანდალური განცხადებით გამოეხმაურა ლატვიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა.
ზახაროვა Telegram-ის არხში წერს:
"იმის გათვალისწინებით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ აქვს სხვა საფუძველი, გარდა ცხოველური ქსენოფობიისა, აუცილებელია იდეოლოგებს სხვა არაფერი ვუწოდოთ, თუ არა ნეო-ნაცისტები", - წერს ზახაროვა.
ცნობისთვის, დღეს ლატვიის საეიმამ რუსეთი "ტერორიზმის სპონსორად" გამოაცხადა. მანამდე კი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა მოუწოდა ევროკავშირს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, რადგან რაშისტების ქცევა ISIS-ის მსგავსია.
ამავე თემაზე: