"აზოვსტალის" მცველი 130-ზე მეტი ქალი ოკუპანტების ტყვეობაშია" | ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან 130-ზე მეტი ქალი სამხედრო მოსამსახურე ამჟამად რუსეთის ტყვეობაში იმყოფება - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„131 ქალია ტყვეობაში აზოვსტალიდან, მათ შორის არიან აზოვის პოლკში მსახურნი, მათ შორის არიან სამხედრო მედიკოსები, მათ შორის არიან მესაზღვრეები, მათ შორის არიან საზღვაო ქვეითთა ​​36-ე გვარდიის წევრები, მათ შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მათ შორის არიან შეიარაღებული ძალების წევრები“, - განმარტა მან.

ვერეშჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ძალისხმევას არ დაიშურებს მათს გასათავისუფლებლად და სთხოვა მსოფლიო საზოგადოებას, ყურადღება მიაქციონ რუსეთის არასათანადო ქმედებებს სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი