არსებობს შესაძლებლობა, ოკუპანტებმა გადაწყვიტონ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რეალურია იმის საფრთხე, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქონ, რაც ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევს. ოლექსეი დანილოვის თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა სადგურიდან რუსი სამხედროების გასვლაა

"ეს სადგური დაიპყრეს შეიარაღებულმა ტერორისტებმა, მათ ტექნიკა მიიტანეს ამ ტერიტორიაზე. თუ ახლა დავიწყებთ მათთან "ურთიერთობის გარკვევას", არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტონ მისი აფეთქება.

და ღმერთმა არ ქნას, თუ იქ ბირთვული კატასტროფა მოხდა, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც ჩერნობილში მოხდა, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე... იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში“ - ხაზგასმით აღნიშნა დანილოვმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით,  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონოდა რეაგირება პირველივე დღიდან, როცა ზაპოროჟიეს ენერგოსადგურზე ვითარება გამწვავდა მაგრამ „დაიბნა“.

დანილოვის თქმით, ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა მოსთხოვოს რუს ოკუპანტებს სადგურის ტერიტორიის დატოვება და უკრაინის კონტროლის ქვეშ მოქცევა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი