"უგალსტუკოდ ვარ" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კითხვებს არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია შვებულებისა და "უგალსტუკობის" მიზეზით, კითხვებს არ პასუხობს. "მთავარი არხის" ჟურნალისტმა მას "ოცნებიდან" წასული ოთხეულის გუშინდელ განცხადებაზე ჰკითხა პოზიცია, თითქოს აშშ-ს საელჩო საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებას ცდილობს, რაზეც დარსალიამ უპასუხა - "ამაზე ეხლა მე, უგალსტუკოდ ვარ და შვებულებაში ვარ".

სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი