პირი, რომელმაც ოზურგეთში ყოფილი ცოლი მოკლა, ნასამართლევია | ფემიციდის მორიგი შემთხვევა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი