სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ვაან კერობიანი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. სომხეთი ამბობს, რომ ეს მათთვის ტვირთგადაზიდვის ალტერნატიული გზა იქნება.
"ახლა საბოლოო სამუშაოებს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება",- განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა "რადიო თავისუფლების" სომხურ ბიუროს ცნობით.
"რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ინფორმაციით, საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ კავკაზის მიმართულებაზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს.
ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი სომხეთ-რუსეთს შორის "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე გამავალი გზაა, საბორნე შეტყობინება ამის ალტერნატივა იქნება.
ფოტო: რადიო თავისუფლება.