ლიკვიდირებულია ე.წ. დნრ-ის "დეპუტატი" და "რუსული გაზაფხული-2014-ის" დამფუძნებელი - უკრაინული მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის "დეპუტატი", "რუსული გაზაფხული-2014"-ის დამფუძნებელი, კრიმინალური ავტორიტეტი იური კრიკულენკო მოკლეს.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა არტილერიამ იერიში მიიტანა ბოევიკების თავშეყრის ადგილზე, რომელთა შორისაც კრიკულენკოც იყო და "მაღალი სიზუსტის დარტყმა მიაყენა". 

სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი მედია კი კრიკულენკოს სიკვდილს გულის შეტევას უკავშირებს. 

აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს, დროებით ოკუპირებულ გორლოვკაში [დონეცკის ოლქი] დაიწვა ღამის კლუბი "ბერმუდა", რომელიც სწორედ კრიკულენკოს ეკუთვნოდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, დაწესებულებაში „ვიღაცამ სახანძრო უსაფრთხოების აღჭურვილობა დააზიანა“
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი