მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობის ფონზე "ქართული ოცნების" თავდასხმები ყოველდღიურად მძიმდება. მმართველი გუნდიდან ფორმალურად გასული დეპუტატები აბსურდულ ბრალდებებს აღარ ერიდებიან, რითიც პარტნიორობა ჩიხში შეჰყავთ.
ე.წ ამბოხებულების უკან რომ ხელისუფლება დგას, დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირიბად დაადასტურა. პარლამენტის ვიცე სპიკერი ოლიგაქრის ოთხეულის გამოხატვის ფორმმებს არ იზიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის მიმართ შეკითხვები "ოცნებას" მრავლად აქვს.