
უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდება და კიდევ 90 დღე - 23 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საომარი მდგომარეობის პერიოდში 18-დან 60 წლამდე მამრობითი სქესის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. ასევე შეზღუდულია მოქალაქეების, უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების გადაადგილების თავისუფლება. დაწესებულია კომენდანტის საათი.