ნიუ იორკში, სცენაზე გამოსვლისას მწერალი სალმან რუშდი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდის, ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ. უცხოური მედიის ცნობით, სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში სისხლის წვეთებიც ჩანს.

თვითმხილველების ინფორმაციით, 75 წლის მწერალი სცენიდან დარბაზში მყოფმა პირებმა გაიყვანეს. ამ დროისათვის დამატებითი ცნობები რუშდის მდგომარეობის შესახებ, უცნობია. 

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. 

ინდური წარმოშობის მწერალს „სატანური ლექსების“ გამო, წლების განმავლობაში მუსლიმი რადიკალები სიკვდილით ემუქრებოდნენ. 1989 წელს ირანის ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინმა ფატვა, ანუ მწერლის სიკვდილით დასჯის განკარგულებაც კი გამოსცა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი