
სროლა იყო მონტენეგროში, რასაც სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ქალაქ ცეტინიეში უცნობმა პირმა ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.
ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაჭრილია ერთ-ერთი სამართალდამცველიც, რომელმაც დაზიანება თავის არეში მიიღო.
გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელი, 34 წლის ვუჩკო ბორილოვიჩი, პოლიციამ მოკლა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.