სი ძინპინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტს და ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს | WSJ

გამოქვეყნდა:

The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტს გეგმავს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. გამოცემა წერს, რომ COVID 19-ის პანდემიის შემდეგ ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება. 

ასევე, გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეთრი სახლი, ტაივანისა და ვაჭრობის საკითხებთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ლიდერების შესახვედრად მუშაობას განაგრძობს. მათივე ცნობით, ჯო ბაიდენი მზადაა ღია პირდაპირი ვიზიტისთვის, მათ შორის ინდონეზიაში, ნოემბრის დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში. 

"დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ რაიმე ცნობა არ გვაქვს" - ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი