შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, გამოძიების ფედერალური ბიუროს [FBI] აგენტებმა საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები იპოვეს, მათ შორის რამდენიმე მარკირებულია, როგორც "საიდუმლო". ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
CNN წერს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია 20-მდე ყუთი, სადაც საქაღალდეებია ფოტოებით, ასევე ხელნაწერები და სახელმწიფო დოკუმენტები იდო. ასევე, ნაპოვნია დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე.