"საწვავი უნდა იყოს 70-75 თეთრით იაფი..." | "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ლარის გამყარების მიუხედავად, საწვავზე ფასები უცვლელია. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიზეზად "ქართული ოცნების" კორუფციულ გარიგებებს ასახელებენ.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდის ლიდერები ნავთობ კომპანიებთან უკანონო გარიგებებშია არიან, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, დაიწყო ჯერ კიდევ 2016-17 წლებში, როდესაც "ოცნების" ხელისუფლებამ გააორმაგა ბენზინზე აქციზის გადასახადი, რომელიც იყო 1 ტონა ბენზინზე 250 ლარი, რომელიც 500 ლარი გახდა, ხოლო დიზელის საწვავზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა.

მინდა დავუკვირდეთ, რომ 2012 წელს, როდესაც მათ ხელისუფლება გადაიბარეს ბენზინი იყო 2 ჯერ იაფი, აქციზის გადასახადიც იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე ორნახევარჯერ იაფი", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ დიზელის ფასი სინამდვილეში, 70-75 თეთრით იაფი უნდა იყოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი