
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა რუსეთის დასამარცხებლად ხუთი ნაბიჯი დაასახელა.
ერმაკი საკუთარ Telegram არხზე წერს, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის საჭიროა რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარება, რუსებისთვის სავიზო აკრძალვა, ნავთობის ფასის შეზღუდვა, გაზის ემბარგო და იარაღი.
"ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთის დამარცხებაში, რომ განადგურდეს მისი ეკონომიკა, არმია და ასევე წაერთვას დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისა და შანტაჟის სურვილი", - წერს ერმაკი.
შეგახსენებთ, აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.