
უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთულმა ორმა გემმა ჩერნომორსკის პორტი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცის თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ გემ "Fulmar S"-ს 12 000 ტონა სიმინდი გადააქვს, ხოლო გემი "Thoe", რომელიც მარშალის კუნძულების დროშით გადაადგილდება, 3 000 ტონა მზესუმზირით არის დატვირთული.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს თურქეთიდან უკრაინის მიმართულებით კიდევ ერთი გემი გაემგზავრება, რომელიც უკრაინულ მარცვლეულს წაიღებს.