
დონეცკის რეგიონიდან სხვადასხვა მიმართულებით დღეში საშუალოდ 500-700 ადამიანის ევაკუაცია ხდება - ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიაზე ყველაზე დაძაბული ვითარება ბახმუტში, ავდეევკაში, სლავიანსკა და კრამატორსკშია.
"ფრონტის ხაზი მუდმივად იბომბება. გასული დღე ძალიან რთული იყო. ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო იერიში განხორციელდა. ერთ დღეში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო რეგიონის მასშტაბით 35 დაშავდა. მტერი არ წყვეტს მცდელობას, განახორციელოს თავისი შეუსრულებელი ოცნებები ბახმუტის, ავდეევკას, სლავიანსკისა და კრამატორსკის აღებაზე", - ამბობს კირილენკო.
მანვე დასძინა, რომ გარკვეულ რაიონებში მტრის ქმედებები უფრო აგრესიული გახდა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა საჭირო ზომას იღებენ მტრის შესაჩერებლად.