ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს - ინფორმაციას ქუთაისის მერიაში ამ მომენტისთვის არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
მერიაში აცხადებენ, რომ ნინო თვალთვაძე ერთი თვით შვებულებაში გავიდა, თუმცა დაბრუნდება თუ არა ის სამსახურში, უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ნინო თვალთვაძე სამუშაოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადადის.