სავიზო აკრძალვის პერსპექტივით უკმაყოფილო რუსებს, შეუძლიათ, საჩივრით კრემლს მიმართონ - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ სავიზო აკრძალვის პერსპექტივით უკმაყოფილო რუსებს შეუძლიათ, საჩივრებით კრემლს და ომის მომხრე თანამემამულეების 70%-ზე მეტს მიმართონ.

როგორც ის Twitter-ზე წერს, არავინ ითხოვს შეზღუდვებს იმ რამდენიმე რუსისთვის, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს.

"რუსებს, რომლებიც აღელვებულნი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით, შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით კრემლს და ომის მომხრე მათი თანამემამულეების 70%-ზე მეტს მიმართონ. არავინ ითხოვს აკრძალვას იმ რამდენიმე რუსისთვის, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს", - წერს კულება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი