რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე დარჩიევი ამბობს, რომ თუ აშშ, რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ თუ აღიარებს, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტის საფრთხის წინაშე დადგება.
რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერიუში დარჩიევმა აღნიშნა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, "საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება".
"კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება და ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც კი“, - თქვა დარჩიევმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად.