
ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კავშირი დროებით ოკუპირებული მარიუპოლისთვის, მათი ბელადის, რამზან კადიროვის პატივსაცემად სახელის გადარქმევას მხარს უჭერს.
კავშირის თავმჯდომარის, რუსტამ ტაპაევის თქმით, "რესპუბლიკაში ყველა კმაყოფილი იქნება, თუ სახელის გადარქმევა მოხდება".
გარდა ამისა, ტაპაევმა თქვა, რომ ასეთი ინიციატივა თავად მარიუპოლის მცხოვრებლებმა უნდა გამოთქვან, რომლებიც მისივე მტკიცებით, "კადიროვის მადლიერნი" არიან იმისთვის, რომ "ქალაქი გაათავისუფლა".
ინიციატივის ავტორი კი სავარაუდოდ თავად პუტინის მარჯვენა ხელია.
კადიროვმა მარტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩეჩენი სამხედრო მარიუპოლის ქუჩებში გადაადგილდება და ამ ქალაქისთვის სახელის გადარქმევისა და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის პატივსაცემად მისთვის, "ახმატის" დარქმევის ინიციატივით გამოდის. ამ დროისათვის მარიუპოლი ჯერ კიდევ არ იყო ოკუპირებული. ამჟამად უკრაინული ქალაქი რუსი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა.