ენერგოდარის მერი მოსახლეობას ურჩევს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ

გამოქვეყნდა:

ენერგოდარის მერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ქუჩაში დიდხანს არ იყვნენ, რადგან არსებობს ინფორმაცია ოკუპანტების მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე.

"ფრთხილად იყავით და თუ შესაძლებელია, შეზღუდეთ ენერგოდარის ქუჩებში ყოფნის დრო. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ოკუპანტების მორიგ პროვოკაციაზე", - განაცხადა დმიტრო ორლოვმა.

ქალაქი ენერგოდარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით თავდასხმები არ წყდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი