"პუტინი ტერორისტია, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - თბილისში აქტივისტები წარწერებს ტოვებენ, მერია კი შლის

გამოქვეყნდა:

"პუტინი ტერორისტია, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დედაქალაქის ქუჩებში ამ შინაარსის ახალი წარწერები გაჩნდა.  მოძრაობა "შეცვალე" ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას ამ ფორმით აპროტესტებს.

სამოქალაქო აქტივისტებმა ანტისაოკუპაციო და საპროტესტო წარწერების გაკეთება თბილისის ქუჩებში რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს, თუმცა ყველა ჯერზე დედაქალაქის მერია ახალგაზრდების გზავნილს მალევე შლის. 

"ქართული ოცნების" მცდელობის მიუხედავად, აქტივისტები პუტინზე მათ სათქმელს ქუჩებში მაინც ტოვებენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან და რამდენიც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება და თბილისის მერია, მსგავსი წარწერები დედაქალაქში ისევ გამოჩნდება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი