
ლიეტუვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფასებენ ესტონეთის გადაწყვეტილებას, ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, თუმცა აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები ეფექტური იქნება, თუ ის ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული.
„ლიეტუვა თანმიმდევრულად გამოდის აგრესიული სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით და მხარს უჭერს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე მოქმედებენ“, – წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო და სამუშაო ვიზებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ჩეხეთი და ესტონეთიც მხარს უჭერენ.