ომში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია - ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ტელეგრამის არხზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ზალუჟნის ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგას აცნობა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ფრონტის 1300 კმ-ზე - "ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საარტილერიო ცეცხლის გაზრდა - მე კიდევ ერთხელ მივმართე ჩვენს პარტნიორებს", აღნიშნა ზალუჟნიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი