
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების სამი საწყობი და სამი ბაზა გაანადგურეს. ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი, სერგეი ბრაჩუკი ავრცელებს.
"ურდოს დემილიტარიზაცია.
ბაზები: კახოვკის რაიონი, ნოვაია კახოვკა, გენიჩენსკის რაიონი.
საწყობები: ნოვაია კახოვკა, გენიჩენსკის რაიონი, ბერისლავსკის რაიონი.
სხვა ინფორმაცია ზუსტდება", - წერს ბრაჩუკი.