სანქციების გამო, 10 რუსული თვითმფრინავი გერმანიას ვერ ტოვებს

გამოქვეყნდა:

ათი რუსული თვითმფრინავი, დაწესებული სანქციების გამო, გერმანიის აეროდრომს ვერ ტოვებს, - ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის ტრანსპორტის ფედერალურ სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საუბარია რუსი მფლობელების ან რუსეთის საკუთრებაში არსებულ მცირე ზომის, ბიზნეს და ჩარტერული ფრენებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებზე. 

შეგახსენებთ, გერმანიამ რუსეთის ავიაციას ცა 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ დაუხურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი