უკრაინელებმა დონბასში 25-მდე ოკუპანტი და 3 BMP გაანადგურეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა, დილით დონბასში 25-მდე რუსი ოკუპანტი და მათი 3 ჯავშანმანქანა (BMP) გაანადგურეს.

დანაყოფის პრესცენტრი ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეოს Facebook-ზე აქვეყნებს. 

უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სამხრეთით შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს. საწყობების გარდა, საოკუპაციო არმიამ დაკარგა 15 ჯარისკაცი, 1 ტანკი და 4 ერთეული ჯავშანტექნიკა.

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 43 550 ჯარისკაცი დაკარგეს, მათგან 150 13 აგვისტოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი