ერევანში ძლიერი აფეთქება მოხდა - წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" ძლიერი აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აფეთქებამ შენობის ნაწილი ჩამოანგრია. შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი