
მონტენეგროს ხელისუფლებამ რუსეთის ელჩი, ვლადისლავ მასლენნიკოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი რუსეთის ელჩს უკვე გადაეცა.
მან ქვეყანა ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური პოდგორიცა მის უფლებამოსილებას არ ცნობს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვენის კონვენციის მე-9 მუხლის საწინააღმდეგო ქმედების გამო, რუსეთის ფედერაციის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა", - ნათქვამია განცხადებაში.