ეგვიპტეში, ეკლესიაში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა - მედიის ცნობით, უმრავლესობა ბავშვია

გამოქვეყნდა:

ეგვიპტეში, კაიროს მახლობლად, ქალაქ გიზას ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.

ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა. მის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 15 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძარმა ეკლესიის შესასვლელი გადაკეტა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი