ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით აფეთქება გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც 8 სახლი დაინგრა და 2 მანქანა განადგურდა. ხელისუფლება საპორტო ქალაქში მომხდარ აფეთქება, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ხელისუფლებისთვის "ომის გამოცხადებად" შეაფასა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თავდასხმის სამიზნეს "კუკარაჩასა" და "ჯუნიორის" სახელით ცნობილი პირები წარმოადგენდნენ.


ცნობისთვის, ეკვადორი კოლუმბიიდან და პერუდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ ნარკოტრეფიკის მარშრუტს წარმოადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი