ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

მედიის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე დღეს პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და ერევნის მერი მივიდნენ.

ამ დროისთვის დაკარგულად 17 ადამიანი ითვლება. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიას ასუფთავებდნენ, რადგან მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არაა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძარი ფოიერვერკების მაღაზიაში გაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი