აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო

გამოქვეყნდა:

ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს. 

 "ტივანისა და ვაშინგტონის შეთქმულების საპასუხოდ, ჩინეთის არმია სამხედრო წვრთნებს ატარებს და ტაივანის გარშემო პატრულირებს. ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი კუნძულზე ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ჩინეთის გასაკონტროლებლად ტაივანის გამოყენება მარცხისთვის განწირულია", -  წერია განცხადებაში 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის დელეგაცია გამოუცხადებელი, ორდღიანი ვიზიტით ტაივანში 14 აგვისტოს ჩავიდა. 

მანამდე კი, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი