დედის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული 17-წლის მოზარდი დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. მკვლელობის მონაწილეა მოზარდის მეგობარი, რომელიც ასევე დაკავებულია.
ბრალდებულის უფლებადამცველის თქმით, გარკვეული სახის ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას თავად ბრალდებულმა მიაწოდა. მისივე თქმით საქმე მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ორივე პირს კი ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
"არასრულწლოვანს შევხვდი, გავესაუბრე კონსულტაცია გავუწიე. მისი თანხმობით და ნებართვით საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა. შედგა ასევე გამოკითხვაც. სავარაუდოდ, დღეს იქნება ბრალი წარდგენილი. დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, აქედან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანს ეხება საქმის გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა რა ბრალი იქნება წარდგენილი ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, გარკვეული სახის ინფორმაცია, საგამოძიებო უწყებას არასრულწლოვანმა მიაწოდა" - ამბობს ადვოკატი ირაკლი ბენია
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ლილოს დასახლებაში მოხდა, სადაც დაკავებული დედასთან ერთად ცხოვრობდა.