
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, "მარიუპოლის ციხეები" რუსეთის სამხედრო დანაშაულია, რაზეც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა თვალი არ უნდა დახუჭოს.
პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა სამხედრო ტყვე, მათ შორის აზოვსტალის მცველები, სწორედ ის სამხედროები არიან, რომლებიც უკრაინას კანონიერად იცავდნენ.
"ყველა სამხედრო ტყვე და განსაკუთრებით "აზოვსტალის" მცველები არიან მებრძოლები, რომლებიც კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას. შესაბამისად "მარიუპოლის ციხეები" რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია. დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, პეტერ მაურერმა თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ", - წერს პოდოლიაკი