კოსოვოში ენერგეტიკული კრიზისია - მოსახლეობას დენის გრაფიკი დაუწესდა

გამოქვეყნდა:

კოსოვოში მოქალაქეები ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კოსოვოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული კრიზისია, რის გამოც  ქვეყანა საჭირო ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, იმპორტის ფასები კი საგრძნობლად  გაზრდილია, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგია ყოველ 6 საათში ერთხელ 2 საათით გაითიშოს. 

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ენერგიის  გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 500 მეგავატსაათ ელექტროენერგიას იღებს, მომხმარებლებისთვის კი საჭიროა 800.

ცნობისთვის, კოსოვოში ელექტროსადგურების 90%  ქვანახშირზე მუშაობს. ნახევარზე მეტი კი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გათიშულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი