
ნიგერიაში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნიგერიის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებულია 237 სახლი, რის გამოც ხალხი დროებით ბანაკებშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატის 7 რაიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და ათობით შენობა დაინგრა.