
ქვეყნის სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს 31 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს ბლაგოდატივკასა და ნოვოპეტრივკაში.
"სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის წარმომადგენლის, ვლადისლავ ნაზაროვის ინფორმაციით, შავ ზღვაში საბრძოლო რაკეტმზიდების რაოდენობა 3-მდეა გაზრდილი, შესაბამისად, "კალიბრის" სისტემის რაკეტების რაოდენობა -24-მდე, რის გამოც, სარაკეტო იერიშის საფრთხე სანაპირო წყლებში, მაღალია.
მათივე ინფორმაციით, ოდესის სანაპირო წყლებში უცნობი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი დამსვენებელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.