
ავღანეთში წყალდიდობას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
bloomberg-ის ცნობით, სულ მცირე 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ივლისში 40 ადამიანი იმსხვერპლა.