თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებულ პირებს აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დაუფინანსებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.

დადგენილების მიხედვით, მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

თბილისში რეგისტრირებულ 60 წლის და 60 წელს ზემოთ პირებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სპორტი უფროსი თაობისთვის" თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი. მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი