"დასვენება რუსულ ფონზე" - ACT-ის კვლევით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსებისთვის შეზღუდვების დაწესების მომხრეა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთიდან ქვეყანაში მასობრივი შემოსვლა საფრთხის შემცველია -  ACT - Analysis and Consulting Team-ის კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოხატავს ღია უკმაყოფილებას რუსი ეროვნების ტურისტების დიდი რაოდენობით საქართველოს საკურორტო ზონებში თავმოყრის გამო, მათი უმეტესობა (57%) ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის წარმოება საქართველოს ტეროტორიაზე (მათ შორის, ტურისტულ ზონებში), რადგან:

რუსეთი საქართველოს მტერია (40.6%);
რუსეთის მოქალაქეების მიერ წარმოებული ბიზნესი საქართველოში კონკურენციას უწევს ადგილობრივ ბიზნესს და შედეგად ამცირებს მათ შემოსავლებს (37.9%);
რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ (11.1%)." ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხულების უმრავლესობა პრობლემას ხედავს რუსული ბიზნესის დარეგისტრირებაშიც. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის სოლიდარობის გამო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსებს სასათბურე პირობები არ უნდა შეუქმნას.

კვლევა სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი