ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა EU-ს ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

თუ რუსეთის ქმედებები კატასტროფას გამოიწვევს, შედეგებმა შეიძლება დააზარალოს ისინიც, ვინც აქამდე დუმს - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ სახიფათო ვითარებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბირთვული ავარიის შემთხვევაში საფრთხე მეზობელ ქვეყნებსაც ემუქრებათ. 

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე." ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსებს აქვთ დაკავებული
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი