კანადამ 320 მლნ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

გამოქვეყნდა:

კანადამ 320 მლნ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედია წერს, რომ კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს სანქციები დაუწესა. არსებული ინფორმაციით 24 თებერვლიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ქვეყანაში 94 მლნ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები იყო გაყინული, ხოლო 290.7 მლნ დოლარის ტრანზაქციები იყო გაჩერებული.  ​

ცნობისთვის, 2014 წლიდან კანადამ სანქციები 1600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი