
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნების მისაღწევად ბირთვული იარაღის გამოყენება "არ სჭირდება".
”სამხედრო თვალსაზრისით, არ არის საჭირო ჩვენი მიზნების მისაღწევად უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება,” - თქვა შოიგუმ, მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე
შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსული ბირთვული იარაღის მთავარი მიზანი, მხოლოდ ბირთვული თავდასხმის შეკავებაა და მათი გამოყენება მხოლოდ საგანგებო სიტუაციებით შემოიფარგლება.
მისივე თქმით ვრცელდება სპეკულაციები რუსული ტაქტიკური ბირთვული ან, ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ, რომელიც "აბსოლუტური სიცრუეა".