
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს რომ აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის მახლობლად, დივერსიის გამო მოხდა.
"16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი ჯანკოის დასახლების ტერიტორიაზე" - იტყობინება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
მათივე მტკიცებით, საწყობს "სერიოზული დაზიანებები" არ აქვს და დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ზომებს მიიღებენ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება დღეს მოხდა.