
თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე 38 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისინი ივლისის შუა რიცხვებიდან მდინარე ევროსის კუნძულზე იმყოფებოდნენ. მიგრანტებიდან 22 კაცია, 7 ბავშვი და 9 ქალი, რომელთაგან ერთი ორსულია.
ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ისინი სირიიდან არიან. თავდაპირველად ჯგუფის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა გაჭიანურდა, რადგან ბერძნულ მხარეს ეგონა, რომ ისინი თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის თქმით, ყველა ჯგუფის წევრი "ძალიან კარგ მდგომარეობაშია", ორსული ქალი კი სიფრთხილის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გაეროს მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე საბერძნეთში 232 სირიელი ჩავიდა.