ტრაგედია ერევანში | სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ერევანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიიღო.

ცნობისთვის, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდაამ დრომდე დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, მათ შორის ერთი ირანის და ერთი რუსეთის მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის ბავშვი და ერთი ორსული ქალია. ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ამ დრომდე ხანძრის ლოკალური კერების ქრობა ისევ გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი