ტენდერები ანზორ ბოლქვაძისთვის | ენმ-დან "ოცნებაში" პორტირებული დეპუტატის გამდიდრების ისტორია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" პორტირებული დეპუტატის გამდიდრების ისტორია. ერთ-ერთი ასეთი ანზორ ბოლქვაძეა, რომლის საქმიანი ბიოგრაფიაც 3 მოწვევის პარლამენტარობას და არაერთ მოგებულ სახელმწიფო ტენდერს მოიცავს. 

ზემო აჭარაში სწორედ ბოლქვაძისა და მისი ნათესავების კუთვნილი კომპანიები არიან უპირობო ლიდერები საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. მაჟორიტარი დეპუტატის სახელთან დაკავშირებული არაერთი კორუფციული გარიგებისა და კლანური კავშირების მიუხედავად ბოლქვაძის საქმიანობით შესაბამისი სტრუქტურები არასოდეს დაინტერესებულან. 

სავარაუდოდ რეაგირების გარეშე დარჩება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კიდევ ერთი კვლევა და დასკვნა, რომელიც საეჭვო გარიგეგების დამადასტურებელ არაერთ ფაქტს შეიცავს. 

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნინუცა კეკელია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი