25 წლის შემდეგ პირველად, ჯონი დეპი ფილმს გადაიღებს და ის იტალიელ მხატვარსა და სკულპტორს, ამადეო მოდილიანს შეეხება. ინფორმაციას Hollywood Reporter ავრცელებს და წერს, რომ ფილმის პროდიუსერები ალ პაჩინო და ბერი ნავიდი იქნებიან.
ცნობილი ხდება, რომ ფილმს დენის მაკინტაიარის პიესის მიხედვით გადაიღებენ, სიუჟეტი კი მოდილიანის, 1916 წელს პარიზში გატარებულ 48 საათს შეეხება.
გადაღებების დაწყება 2023 წლის გაზაფხულზე, ევროპაში იგეგმება.